weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ჯვაროსნები“ პირველი გოლებისა და გამარჯვების მოლოდინში

14:51 პარასკევი, 07 ივნისი 2019

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ტურის მატჩს გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. მეტოქე სუსტია და ძალის საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ „ჯვაროსნებს“ მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი ქულების მოპოვებისა და გოლების გატანის მოლოდინი აქვს.

საქართველომ მარტში პირველი ორი ტურის შეხვედრა ჯერ შვეიცარიასთან, მერე ირლანდიასთან წააგო და უფერული, უხარისხო ფეხბურთიც აჩვენა, ამიტომაც ქართველი ფეხბურთელები დღევანდელ მეტოქესთან გამარჯვების პირობას დებენ.

საქართველო და გიბრალტარი აქამდე ორ ოფიციალურ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს: 2014 წლის ოქტომბერში, ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში, პორტუგალიის ქალაქ ლოულეში „ჯვაროსნებმა“ 3:0 მოიგეს, მომდევნო წლის ოქტომბერში კი განმეორებითი შეხვედრა თბილისში ასევე საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდში დანაკლისი დიდია: გიორგი ჩაკვეტაძე და ჯანო ანანიძე გუნდს თავიდანვე გამოაკლდნენ, ისევე, როგორც - გიორგი ქვილითაია, დღეს საბა კვერკველია და სავარაუდოდ, ვერც დავით ხოჭოლავა ითამაშებენ, სათუოა გიორგი ნავალოვსკის მოედანზე გამოჩენაც. თორნიკე ოქრიაშვილი უგუნდობის გამო არაა სიაში, ვაკო ყაზაიშვილი კი - ცუდ ფორმაში ყოფნის გამო.

საქართველო დღეს სავარაუდოდ, ამ შემადგენლობით ითამაშებს:

(4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხარაბაძე; კვეკვესკირი, კანკავა; ლობჟანიძე, გვილია, კიტეიშვილი; კვარაცხელია.

მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას ფინელი არბიტრი ანტი მუნუკა განსჯის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]