weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ნეიმარს „კოპა ამერიკაზე“ ვილიანი ჩაანაცვლებს

10:29 შაბათი, 08 ივნისი 2019

ბრაზილიის ნაკრებს „კოპა ამერიკაზე“ ლიდერი ნეიმარი დააკლდება. ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ ყატართან ამხანაგურ შეხვედრაში კოჭის ტრავმის გამო 21-ე წუთზე შეცვალეს და როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაზიანება სერიოზული გამოდგა.

ნეიმარის ნაცვლად ტურნირზე „ჩელსის“ გარემარბი ვილიანი ითამაშებს. ვილიანის გარდა ასევე იყო მოლოდინი, რომ ნაკრების მწვრთნელი ნეიმარის ნაცვლად ლუკას მოურას ანდა დუგლას კოსტას გამოიძახებდა, რომლებიც ვილიანის მსგავსად არ იყვნენ 23-კაციან განაცხადში.

ვილიანმა უკანასკნელ სეზონში 56 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 14 საგოლე გადაცემა შეასრულა და „ჩელსისთან“ ერთად ევროპა ლიგა მოიგო. 30 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში 65 მატჩი აქვს გამართული და 8 გოლი აქვს გატანილი. გასულ წელს რუსეთში გამართულ მუნდიალზე იგი გუნდის ძირითადი წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ „კოპა ამერიკას“ ბრაზილია უმასპინძლებს და იგი 14 ივნისიდან 7 ივლისამდე ჩატარდება.

 

ამ თემაზე:

„კოპა ამერიკაზე“ გუნდები კენჭისყრით განაწილდნენ

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]