ნეიმარის ნაცვლად ტურნირზე „ჩელსის“ გარემარბი ვილიანი ითამაშებს. ვილიანის გარდა ასევე იყო მოლოდინი, რომ ნაკრების მწვრთნელი ნეიმარის ნაცვლად ლუკას მოურას ანდა დუგლას კოსტას გამოიძახებდა, რომლებიც ვილიანის მსგავსად არ იყვნენ 23-კაციან განაცხადში.
ვილიანმა უკანასკნელ სეზონში 56 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 14 საგოლე გადაცემა შეასრულა და „ჩელსისთან“ ერთად ევროპა ლიგა მოიგო. 30 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში 65 მატჩი აქვს გამართული და 8 გოლი აქვს გატანილი. გასულ წელს რუსეთში გამართულ მუნდიალზე იგი გუნდის ძირითადი წევრი იყო.
შეგახსენებთ, რომ „კოპა ამერიკას“ ბრაზილია უმასპინძლებს და იგი 14 ივნისიდან 7 ივლისამდე ჩატარდება.
ამ თემაზე: