პაულო ფონსეკამ ბოლო სამი სეზონი დონეცკის „შახტარში“ გაატარა და დავით ხოჭოლავასაც წვრთნიდა. ამ პერიოდში მან უკრაინულ გუნდს სამჯერ მოაგებინა უკრაინის ჩემპიონატი და ამდენივეჯერ ქვეყნის თასი, ერთხელ კი - უკრაინის სუპერ თასი. მანამდე იგი სამშობლოში „პორტოს,“ „პასოს დე ფერეირასა“ და „ბრაგას“ წვრთნიდა.
შეგახსენებთ, რომ „რომას“ აქამდე კლაუდიო რანიერი ედგა სათავეში, რომელიც შუა სეზონში, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდიდან გაშვების შემდეგ დანიშნეს მთავარ მწვრთნელად.