weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„რომას“ პაულო ფონსეკა გაწვრთნის

14:34 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

46 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი პაულო ფონსეკა ამიერიდან „რომას“ დამოძღვრავს. დონეცკის „შახტარის“ აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი რომაულ საფეხბურთო კლუბში ორწლიანი კონტრაქტით იმუშავებს.

პაულო ფონსეკამ ბოლო სამი სეზონი დონეცკის „შახტარში“ გაატარა და დავით ხოჭოლავასაც წვრთნიდა. ამ პერიოდში მან უკრაინულ გუნდს სამჯერ მოაგებინა უკრაინის ჩემპიონატი და ამდენივეჯერ ქვეყნის თასი, ერთხელ კი - უკრაინის სუპერ თასი. მანამდე იგი სამშობლოში „პორტოს,“ „პასოს დე ფერეირასა“ და „ბრაგას“ წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ „რომას“ აქამდე კლაუდიო რანიერი ედგა სათავეში, რომელიც შუა სეზონში, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდიდან გაშვების შემდეგ დანიშნეს მთავარ მწვრთნელად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]