უკრაინულ კლუბსა და 57 წლის პორტუგალიელ მწვრთნელს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
კასტრო ბოლოს „გიმარაესის“ თავკაცი გახლდათ, ხოლო იქამდე არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის, „ჩავესში“, „რიო ავესა“ და „პორტუ B”-ში.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის საფეხბურთო კლუბი უკრაინის მოქმედი ჩემპიონი გუნდის სახელით ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, სადაც პირდაპირ ქვეჯგუფში იქნება განთესილი.