ლიონელ სკალონიმაც და კარლოს კეიროსმაც ძირითადი საბრძოლო შემადგენლობები დააყენეს. ქალაქ სალვადორის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, გოლები კი მეორე ნახევრის ბოლოსკენ გავიდა: ჯერ როხერ მარტინესმა აიღო ფრანკო არმანის კარი, შემდეგ კი - „ატალანტელმა“ დუვან საპატამ. ორივე ფეხბურთელი თამაშში შეცვლაზე შევიდა: პირველმა მე-14 წუთზე ტრავმირებული ლუის მურიელი შეცვალა, გასული სეზონის აღმოჩენა საპატამ კი მოედანზე შეცვლიდან ხუთ წუთში დაასრულა სწრაფი კონტრშეტევა გოლით.
ისიც უნდა ითქვას, რომ არგენტინელთა თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა. „ალბისელესტეს“ მეტოქის კართან ხეირიანი მომენტის შექმნა უჭირდა, რასაც ორივე გოლზე მცველების ცუდი თამაში დაემატა.
„ჩვენი საუკეთესო მოთამაშე ერთიანი გუნდია, შემდეგი მატჩი (ყატართან) გაცილებით რთული გვექნება, ეს მხოლოდ დასაწყისია“ - განაცხადა ნამატჩევს „კაფეტერთა“ პორტუგალიელმა დამრიგებელმა კარლოს კეიროსმა.
ამ თემაზე: