weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მიუხედავად მუქარისა ყოველთვის მხარს დავუჭერ ქართულ კლუბებს“ - ლევან კობიაშვილი

10:50 ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ქართველ ფეხბურთელებსა და ქართულ კლუბებს მხარდაჭერა გამოუცხადა. კობიაშვილმა ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე სპეციალური განცხადება გააკეთა.

როგორც კობიაშვილმა განმარტა, მიუხედავად მუქარისა, ის მხარს უჭერს ქართული გუნდები აქციას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული და ყოველთვის მათთან ერთად დაიცავს ქვეყნის საერთო ინტერესებს.

„მინდა შევეხო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას. ჩვენმა ფეხბურთელებმა და კლუბებმა რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ქალაქში დააფიქსირეს პოზიცია, რომელიც არის ერთადერთი და უალტერნატივო. მათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ფეხბურთი არ არის მხოლოდ 90 წუთი და არ არის მხოლოდ ანგარიში, გაცილებით მეტია. მინდა, რომ მათ ჩემი მხარდაჭერა დავუფიქსირო და მადლობა გადავუხადო.

ასევე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმ მუქარისა სხვადასხვა ქვეყნებიდან, მინდა ვუთხრა მათ, რომ მხარს ვუჭერ ჩვენს ფეხბურთელებს, კლუბებს და ყოველთვის ვიქნები მათთან ერთად და ყოველთვის დავიცავ ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესებს“, - განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ქვეყნის ოკუპაცია გააპროტესტეს და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებისას მოედანზე ანტირუსული მაისურებით გავიდნენ.

 

ამ თემაზე:

რატომ არ დასჯის UEFA ქართულ კლუბებს

„მოედანზე პროტესტი გულისამრევია“ - ახრიკ ცვეიბა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]