weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიჩარლისონი ნაკრებს ყბაყურის გამო გამოაკლდა

13:45 პარასკევი, 28 ივნისი 2019

ბრაზილიის ნაკრებმა კიდევ ერთი ფორვარდი დაკარგა. „სელესაომ“ ამჯერად რიჩარლისონი მოინაკლისა, რისი მიზეზიც ყბაყურაა.

„ევერტონის“ ფორვარდმა „კოპა ამერიკაზე“ პარაგვაისთან მეოთხედფინალური მატჩი გამოტოვა და სავარაუდოდ, მიმდინარე ტურნირზე ვეღარც ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ტიტეს გუნდს ჩემპიონატის დაწყებამდე ნეიმარი ტრავმის გამო დააკლდა.

ყბაყურის მკურნალობისთვის სრული იზოლაცია და დასვენებაა საჭირო, რადგან არსებობს ინფექციის საკმაოდ მაღალი შანსი. ბრაზილიის დელეგაციას პარაგვაისთან მატჩის შემდეგ ვაქცინაცია ჩაუტარდა.

რიჩარლისონმა სამშობლოში მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ პირველ ორ თამაშში მიიღო მონაწილეობა, სულ კი ეროვნული გუნდის მაისურით გამართულ 12 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]