„მადლობა ორივე მხარეს - საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს. აქტიური მუშაობა დაიწყეს გოჩა სვანაძემ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება, აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი არაფერი იყო. ყველაფერი გაირკვა და დალაგდა“, – წერს რევაზ ბროძელი.
რაგბისტი ვარაუდობს, რომ „ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ მისი და საბას ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას“.
„აღსანიშნავია, რომ კლუბ „სლავას“ ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ, გვიან ღამით დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა, რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით“, – წერს რევაზ ბროძელი.
ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რევაზ ბროძელსა და საბა ილურიძეს, რომლებმაც ერთ-ერთი მატჩზე ლელოს აღნიშვნისას თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს სოლიდარობა ცალ თვალზე ხელის აფარებით გამოუცხადეს, „სლავამ“ კონტრაქტი გაუწყვიტა. როგორც ბროძელმა „რაგბი TV“-სთან ინტერვიუში თქვა, „ჩათვალეს, რომ ეს ჟესტი პოლიტიკურად დატვირთული იყო“.