weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქეთის ნაკრებს მირჩა ლუჩესკუ გაწვრთნის

11:47 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017

72 წლის რუმინელი სპეციალისტი მირჩა ლუჩესკუ თურქეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა. ლუჩესკუმ, რომელიც 2+1 სისტემის კონტრაქტს მოაწერს ხელს, აღნიშნულ პოსტზე სკანდალურად წასული ფათიჰ თერიმი შეცვალა.

ლუჩესკუ თურქულ ფეხბურთს კარგად იცნობს. იგი წლების განმავლობაში „გალათასარაისა“ და „ბეშიქთაშს“ წვრთნიდა და ქვეყნის ჩემპიონი ორივე გუნდი გახადა, „გალათასარაისთან“ ერთად კი UEFA-ს სუპერ თასიც მოიპოვა, როდესაც სტამბოლურმა კლუბმა 2000 წელს ვისენტე დელ ბოსკეს გაწვრთნილი სახელოვანი მადრიდის „რეალი“ დაამარცხა.

2004 წელს მირჩა ლუჩესკუმ დონეცკის „შახტარი“ ჩაიბარა და 21 ადგილობრივ ტიტულთან ერთად გუნდს 2009 წელს UEFA-ს თასი მოაგებინა.

უკანასკნელად ლუჩესკუ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ წვრთნიდა, სადაც 2016 წლის რუსეთის სუპერ თასი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]