weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოლომონ კვერკველიამ გოლი ამჯერად ყოფილ კლუბს გაუტანა

11:13 ხუთშაბათი, 10 აგვისტო 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა სოლომონ კვერკველიამ, რომელიც რუსეთის ახლახანს დაწყებულ ჩემპიონატს ბრწყინვალედ ატარებს, მე-5 ტურის მატჩში მორიგი გოლი ყაზანის „რუბინს“ გაუტანა და ყოფილ კლუბს გამარჯვება უკანასკნელ წუთზე დააკარგვინა, საკუთარი გუნდი კი მარცხისგან იხსნა.

რუბინი-ლოკომოტივის მატჩის კომპენსირებულ დროში შეტევაში ჩართულმა კვერკველიამ მოსკოვურ კლუბს ქულა გადაურჩინა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მცველმა კარიერა სწორედ „რუბინში“ დაიწყო, სადაც გამორჩეულ მცველად ჩამოყალიბდა, თუმცა ყაზანურმა კლუბმა გასული სეზონიდან აღარ ისურვა კვერკველიასთან თანამშრომლობა და ფეხბურთელიც მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა.

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-5 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ მეორე ადგილზეა და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება.

აქვე გეტყვით, რომ რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატის მე-5 ტურში მოსკოვის „სპარტაკის“ რიგებში პირველად ითამაშა ჯანო ანანიძემ და ტულას „არსენალთან“ მოედანზე 65 წუთი დაჰყო. ანანიძე საკმაოდ აქტიური იყო იმის კვალობაზე, რომ სეზონში დებიუტი ჰქონდა და მაღალი შეფასებაც მიიღო – 7.5 ქულა. მოქმედ ჩემპიონ „სპარტაკს“ კი 5 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]