weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 10 000 ევროთი დააჯარიმა

11:28 პარასკევი, 11 აგვისტო 2017

მოგეხსენებათ, 2017 წლის ევროპის ფეხბურთელთა 19 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატს საქართველომ უმასპინძლა. UEFA-მ ტურნირის ორგანიზება მაღალ დონეზე შეაფასა, ხოლო საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებთა მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო საქართველო ფინანსურად დაისაჯა.

სასჯელის შესახებ სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა:

„ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის მატჩისას მომხდარი ინციდენტის გამო 19-წლამდელთა მომავალ საშინაო მატჩზე ქართულმა მხარემ UEFA-ს Respect-ის დროშა უნდა განათავსოს. რაც შეეხება ფინანსურს სასჯელს, ის მინიმალურია და მხოლოდ 10 000 ევროთი განისაზღვრება.“

შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩები 2-15 ივლისს თბილისსა და გორში იმართებოდა. საქართველო-ჩეხეთის შეხვედრაზე კი მაყურებლებმა მოედანზე ბოთლები ისროლეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]