weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ გეგა გეგეშიძე აირჩიეს

18:26 შაბათი, 05 დეკემბერი 2020

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით თამაზ (გეგა) გეგეშიძე აირჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გეგეშიძე ამ თანამდებობაზე კიდევ ოთხი წელი იქნება. გეგეშიძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, არჩევის შემდეგ გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ მის გეგმებში, პირველ რიგში, ფალავანთა კლუბის რეაბილიტაციაა.

„ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში გავარემონტოთ ეს დარბაზი, უფრო ახალი სტანდარტებით განვაახლოთ, იმიტომ, რომ მოძველებულია, არაფერი არ არის. მთავარი ჩვენი მიზანი იქნება, რა თქმა უნდა, გარემონტება. ვაპირებთ, დარბაზების დარუნებას, მუნიციპალიტეტებში ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს - მთავარი ბირთვი ჭიდაობაში მაინც რეგიონებიდან მოდის“, – განაცხადა გეგეშიძემ.

მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს: „ადამიანები, რომლებიც გამოდიან და იძახიან, რომ გეგეშიძე არის ბანდიტი, ყაჩაღი, კორუმპირებული, თურმე საერთაშორისო ტურნირებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზეც ვაშინებ ხალხს და მედლები ისე ჩამოგვაქვს... რა ვიცი, სადღაც ლოგიკაში რამე ხომ უნდა ჩაჯდეს? ზოგი იძახის, მილიონ რვაასი ათასი შეჭამა - როგორ უნდა შევჭამო, როცა წვდომა არ მაქვს, სამინისტრო გვიმტკიცებს და ყველაფერს დეტალურად გავდივართ სამინისტროსთან ერთად“.

2019 წელს გეგა გეგეშიძე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტნის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დათუნაშვილი აცხადებდა, რომ სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მას თავში რკინის გლაგვი საგანი ჩაარტყა. მოჭიდავე პრეზიდენტის თანამდებობიდან გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა ეს საკითხი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმმა არ განიხილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]