weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლადო ხინჩეგაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ გორის მერობის კანდიდატად წარადგინა

19:00 პარასკევი, 30 ივლისი 2021

გორის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილი იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 

„გორში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ყველასათვის საამაყო ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი“, – განაცხადა დღეს, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ლადო ხინჩეგაშვილი 1991 წელს გორში დაიბადა. ის ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონია. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოგებული აქვს ვერცხლის მედალი, ხოლო 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ოქრო აიღო. 2016 წელს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლადო ხინჩეგაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

2019 წელს ლადო ხინჩეგაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებდა. გეგეშიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ის მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ძალადობაში დაადანაშაულა.

„ჭიდაობაც ძალადობაა. რომ ვეჭიდავები სპორტსმენს, ვძალადობ“, – განაცხადა ხინჩეგაშვილმა გეგეშიძის მხარდასაჭერად.

ლადო ხინჩეგაშვილი მიმდინარე წლის იანვრიდან საკუთარი მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლას ხელმძღვანელობს. ის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა – მესამე სალიცენზიო ტურნირზე, რომელიც მაისში გაიმართა, კორონავირუსის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო, პირველ და მეორე სალიცენზიო ტურნირებში კი გამარჯვება ვერ მოიპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]