weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ნაკრებს ნიკა კაჭარავაც გამოაკლდა

11:15 ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადებას განაგრძობს. „ჯვაროსნებმა“ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე ივარჯიშეს, რომელიშიც მონაწილეობა 25-მა ფეხბურთელმა მიიღო. მათ შორის იყო ვაკო ყაზიაშვილიც, რომელიც ნაკრებს გუშინ შეუერთდა.

ირლანდიასა და ავსტრიასთან სათამაშოდ გამოძახებულ ფეხბურთელებში უკვე მეორე დანაკლისია - გიორგი ლორიას შემდეგ ეროვნულ გუნდს პოლონური „კორონას“ ფორვარდი ნიკა კაჭარავა გამოაკლდა, რომელსაც ვირუსი აქვს და ორივე შეხვედრა გაუცდება. შეგახსენებთ, რომ ირლანდიასთან შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა მატჩი 2 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კი საქართველოს მთავარ გუნდს ვენაში, ავსტრიასთან დაპირისპირება ელოდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]