weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამბობს, რომ ამერიკის ციხეს ვადაზე ადრე, 14 სექტემბერს დატოვებს

14:43 ორშაბათი, 06 სექტემბერი 2021

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელსაც ნიუ იორკის სასამართლომ 2018 წლის სექტემბერში ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ციხეს 14 სექტემბერს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ხურციძის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.

როგორც მოკრივე წერს, კარიერის გაგრძელებას აპრებს, რისთვისაც ხუთი წელი ემზადებოდა.

„მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში. რაღა დაგიმალოთ და უკეთეს პირობებში, რაც კი მქონია სამშობლოში სპორტული მზადების დროს. დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის“, – წერს ავთანდილ ხურციძე.

როგორც ის ამბობს, ვადაზე ადრე გასათავისუფლებლად  მხედველობაში მისი ყოფა-ქცევა მიიღეს.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. მათ ამერიკის იუსტიციის სამინისტრო საბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებად - „შულაია ენტერპრაიზად“ (შულაიას საწარმო) მოიხსენიებდა. ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის - კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები. ეროვნებით ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, რაჟდენ შულაიას 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ხურციძეს 10 წლით.

ავთანდილ ხურციძეს, მეტსახელად „ჩაქუჩას“, პროფესიულ ასპარეზზე 33 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი ჰქონდა. ის ახლა 42 წლის არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]