მექსიკის ნაკრებმა შინ მინიმალური სხვაობით სძლია პანამას - „ესტადიო აცტეკაზე“ გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე „პსვ ეინდჰოვენის“ გარემარბმა ირვინგ ლოსანომ გაიტანა, რაც პანამელთა დასამარცხებლად საკმარისი გამოდგა და მექსიკელებმაც შესარჩევი ციკლის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდეს მუნდიალის საგზური, რითაც ბრაზილიას, ირანსა და იაპონიას შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ მექსიკის ეროვნული გუნდი, რომელიც FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-14 ადგილს იკავებს, მსოფლიო ჩემპიონატზე მეთექვსმეტედ იასპარეზებს - წინა ოცი გამართული მუნდიალიდან „სამფეროვნებმა“ სხვადასხვა მიზეზების გამო მხოლოდ 5 ჩემპიონატი გამოტოვეს.