ეროვნული ნაკრების სლოვაკი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ვენაში 25 ფეხბურთელი გაემგზავრა:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო), ნუკრი რევიშვილი (ბათუმის დინამო).
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია ხაბაროვსკი, რუსეთი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (უკლუბო), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), ვაკო გვილია (ბ.ა.ტ.ე., ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი) ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი).
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი არაბიძე (დონეცკის შახტარი, უკრაინა), გიორგი ქვილითაია (ვენის რაპიდი, ავსტრია), ირაკლი სიხარულიძე (თბილისის ლოკომოტივი).
საქართველოს ნაკრებს ავსტრიასთან მატჩისწინა ვარჯიში ერნსტ ჰაპელის სახელობის სტადიონზე საღამოს 20:00 საათზე აქვს დაგეგმილი, ვარჯიშამდე ნახევარი საათით ადრე კი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას ჩაატარებს.
ავსტრიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მატჩი 5 სექტემბერს, ვენის ერნსტ ჰაპელის სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.