weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს 

15:35 შაბათი, 11 დეკემბერი 2021

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად ყოფილი კალათბურთელი და პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო და დელეგატთა ხმების 100% მიიღო.

ვაპირებთ, კალათბურთი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. სახელმწიფოს მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერაა, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რაც დღეს გვაქვს. მთელი გუნდი მზად ვართ, რომ ყველა იმ გამოწვევას, რაც დღეს კალათბურთშია, ღირსეულად ვუპასუხოთ“, – ამბობს სანიკიძე.

თავდაპირველად, პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებული იყო პაატა გურასპაულიც, რომელიც ფედერაციას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა. 

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთიანად უფრო მეტ სარგებელს მოვუტანთ კალათბურთს, ვიდრე ცალცალკე: ან მე, თუ გავიმარჯვებდი, ან ვიქტორი, თუ ის გაიმარჯვებდა“, – განმარტა პაატა გურასპაულმა.

ვიქტორ სანიკიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. არჩევნებამდე მან „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]