ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დეკანოსიძისთვის პირველ ოფიციალურ მატჩში გოლები ტყუპებმა, მიხეილ და ნიკოლოზ ბაშელეიშვილებმა გაიტანეს, შესაბამისად, მე-14 და 49-ე წუთებზე, რასაც გიორგი ხარებაშვილმა 63-ე და 78-ე წუთებზე დუბლი მიაყოლა და თელავურ გუნდს სოლიდური სხვაობით გამარჯვება გაუფორმა.
„თელავს“ ლიგა 3-ის მეორე ეტაპზე 14 ქულა აქვს და დღევანდელ მეტოქეს ურთიერთშეხვედრების და გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი ბალანსით გადაასწრო, თუმცა ცხრილში ჯერ-ჯერობით მესამე ადგილზეა.
მორიგ შეხვედრას „თელავი“ 19 სექტემბერს სტუმრად ხონში, ადგილობრივ „იმერეთთან“ გამართავს.