weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„თელავმა“ საკუთარ მოედანზე დასავლეთის ზონის ლიდერი „ჭიათურა“ დაამარცხა

10:28 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

7 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ საქართველოს 29-ე ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. ზედა ჯგუფში 1-ლი ტურის მატჩი გამართა და საკუთარ მოედანზე დასავლეთის ზონის პირველადგილოსანი „ჭიათურა“ 4:0 გაანადგურა.

ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დეკანოსიძისთვის პირველ ოფიციალურ მატჩში გოლები ტყუპებმა, მიხეილ და ნიკოლოზ ბაშელეიშვილებმა გაიტანეს, შესაბამისად, მე-14 და 49-ე წუთებზე, რასაც გიორგი ხარებაშვილმა 63-ე და 78-ე წუთებზე დუბლი მიაყოლა და თელავურ გუნდს სოლიდური სხვაობით გამარჯვება გაუფორმა.

„თელავს“ ლიგა 3-ის მეორე ეტაპზე 14 ქულა აქვს და დღევანდელ მეტოქეს ურთიერთშეხვედრების და გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი ბალანსით გადაასწრო, თუმცა ცხრილში ჯერ-ჯერობით მესამე ადგილზეა.

მორიგ შეხვედრას „თელავი“ 19 სექტემბერს სტუმრად ხონში, ადგილობრივ „იმერეთთან“ გამართავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]