ვარშაველი ქომაგების გაღიზიანება ხსენებულ კონკრეტულ ერთ წაგებას არ გამოუწვევია – „ლეგია“ მიმდინარე სეზონში მისთვის უჩვეულოდ ცუდად თამაშობს და პოლონეთს ჩემპიონატში 11 ტურის შემდეგ მხოლოდ მე-8 პოზიციაზეა, რაც წინა სეზონში ჩემპიონი კლუბისთვის დაბალი შედეგია.
ცნობილია, რომ „ლეგიას“ გულშემატკივრები სკანდალური გამოხტომებით გამოირჩევიან და არაერთხელ მოხვედრილან მსგავსი ტიპის ყურადღების ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ვარშავის „ლეგიას“ რიგებში ჩემპიონის ტიტული საქართველოს ნაკრების წევრ ვალერი ყაზაიშვილსაც ერგო.