weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

FIBA-ს მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრები 19 პოზიციით დაწინაურდა

11:47 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

FIBA-ს განახლებულ მსოფლიო რეიტინგში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შესამჩნევი პროგრესი განიცადა და 19 ადგილით დაწინაურდა. ილიას ზუროსის გუნდი აქამდე 47-ე ადგილზე იყო, ახლა კი რეიტინგში 28-ე პოზიციას იკავებს. საქართველოს ნაკრების მონაგარი 208.7 ქულაა.

მოწინავე ხუთეულში ერთადერთი ცვლილება მოხდა: არგენტინამ და ლიტვამ ადგილები გაცვალეს. ლიდერი რა თქმა უნდა, ისევ აშშ-ს ნაკრებია, რომელიც ძალზე დიდი უპირატესობით იკავებს პირველ პოზიციას. მეორე ესპანეთია, ხოლო სამეულს სერბეთი ასრულებს.

ევროპის ახალი ჩემპიონი სლოვენია მხოლოდ 5 პოზიციით დაწინაურდა და ახლა მეშვიდეზეა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქეებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სერბეთზე უკვე მოგახსენეთ, გერმანიის ნაკრები 6 პოზიციით დაწინაურდა და 23-ე ადგილზეა, ხოლო ავსტრიას ცვლილება არ განუცდია და 55-ე პოზიციაზე დარჩა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]