ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს გაუჩნდა მოსაზრება, რომ კაშიას საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა აეკრძალოს, რასაც ფეხბურთელმა ვიდეოკომენტარით უპასუხა.
საპასუხოდ, სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერი აქცია დაიწყო, რომელშიც უკვე ჩაება საფეხბურთო სამყარო. ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და საქართველოს ნაკრების წევრებმა.
თავის მხრივ გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.