კარლო ტავეკიომ ყველაფერში აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო ვენტურა დაადანაშაულა.
„ჩვენ დავნიშნეთ მთავარი მწვრთნელი, მაგრამ დანარჩენი ყველა გადაწყვეტილება ვენტურამ მიიღო. ის აყენებდა შემადგენლობას, ტაქტიკას, სამწვრთნელო შტაბიც მან მოიყვანა. ფედერაცია ამაში არ ჩარეულა. ყველაფერი ვენტურას ბრალია, იგი შეცდა - ჩვენ ვცდილობდით ფონს გასვლას ჩაწოდებებით იმ გუნდის წინააღმდეგ, რომლის ფეხბურთელები თითქმის 1.90 სმ სიმაღლის არიან. უნდა გვეთამაშა ტექნიკურად, მაგრამ ასეთი ფეხბურთელები მოედნის ნაცვლად სკამზე ისხდნენ.
გუნდი ერთიანი იყო, ისინი თამაშის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგაც ტიროდნენ. ბუფონი? – ის ძალიან დიდია, მიუხედავად ასეთი მძიმე დარტყმისა, მოედანზე მეტოქეებს ხელს ართმევდა და გამარჯვებას ულოცავდა.
უკვე ოთხი დღეა, რაც ვერ ვიძინებ და ეს კიდევ გრძელდება. ახალი მწვრთნელი? ალეგრი, მანჩინი, რანიერი, კონტე, ანჩელოტი - ეს მხოლოდ გვარებია, ვნახოთ”, - განაცხადა კარლო ტავეკიომ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა. ბოლოს იტალიამ მუნდიალი 60 წლის წინ, 1958 წელს შვედეთში გამართული პირველობა გამოტოვა.
რაც შეეხება ვენტურას შემცვლელებს, ხსენებულ კანდიდატებს შორის უარი უკვე განაცხადეს კარლო ანჩეოტიმ და მასიმილიანო ალეგრიმ.