weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კარლო ტავეკიო გადადგა

10:54 სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ თანამდებობა დატოვა. 74 წლის აწ უკვე ყოფილი ჩინოსნის განცხადებით, იგი ყველა იტალიელს ბოდიშს უხდის - ტავეკიოს გადადგომის მიზეზი ეროვნული ნაკრების სენსაციური წარუმატებლობაა.

კარლო ტავეკიოს თქმით, მისი სამწლიანი მოღვაწეობა მარცხით დასრულდა და ძალიან წუხს ამის გამო.

„მივდივარ, რადგან ჩავფლავდი. ყველა იტალიელს ბოდიშს ვუხდი. ახლაა დრო იტალიური ფეხბურთისთვის ახალი ეპოქის დასაწყებად და არა - სავარძლების დაკავების მორიგი რაუნდის.“ - განაცხადა კარლო ტავეკიომ ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი, იტალიურ ფეხბურთში კი მითქმა-მოთქმა გრძელდება - პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ტავეკიომ განაცხადა, რომ ჯან პიერო ვენტურა, რომლის თავკაცობითაც იტალიის ეროვნულმა გუნდმა უდიდესი ფიასკო განიცადა, მისი რჩეული კანდიდატი არ ყოფილა და მისი მწვრთნელად დანიშვნა ნაკრების იმჟამინდელმა ტექნიკურმა დირექტორმა მარჩელო ლიპიმ გადაწყვიტა, რასაც თავად ლიპი უარყოფს და ამბობს, რომ მან ტავეკიოს მხოლოდ სამი კანდიდატურა ურჩია: ვინჩენცო მონტელა, ჯან პიერო გასპერინი და ჯან პიერო ვენტურა, არჩევანი კი თავად არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ჯან პიერო ვენტურამ იტალიის ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა, თუმცა მისი ხელმძღვანელობით „სკვადრა აძურა“ შვედეთის ნაკრებთან პლეი-ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა და ვენტურას პოსტის ვადაზე ადრე დატოვება მოუხდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]