weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

მსოფლიო რეიტინგში „ბორჯღალოსნების“ პოზიცია უცვლელია

14:51 სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც გასულ შაბათს კარდიფში უელსს ეთამაშა და თანაბარ ბრძოლაში 6:13 დამარცხდა, მსოფლიო რაგბის რეიტინგში 73.41 ქულით მე-12 ადგილი შეინარჩუნა.

„ბორჯღალოსნებს“ სახელოვან უელსთან ფრემდე ძალიან ცოტა დააკლდათ, რა შემთხვევაშიც მარაგს დაახლოებით ქულით შეივსებდნენ, რანგით გაცილებით მაღლა მდგარ გუნდთან მარცხმა (თანაც, სტუმრად) კი, ქართველებს ვერაფერი დააკლო და ადგილი არ შეუცვალა.

 აღსანიშნავია, რომ გასული ტესტების შედეგების მიხედვით, რეიტინგის მოწინავე ათეულში ერთადერთი ცვლილება მოხდა. მეცხრე-მეათე ადგილები გაცვალეს არგენტინამ და ფიჯიმ. სამხრეთ ამერიკელებმა იტალიაში 31:15 იმარჯვეს, ფიჯიმ კი ირლანდიაში 20:23 წააგო. შედეგად, აპენინელებმა სოლიდურად იზარალეს და მართალია, „ბორჯღალოსნების” კვალად, მე-13 ადგილზე რჩებიან, მაგრამ საქართველოს ნაკრებს უკვე 2.16 ქულით ჩამორჩებიან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები უკვე 1.57 ქულას აგებს მე-11 საფეხურზე გამაგრებულ იაპონიასთან, რომელმაც ნეიტრალურ სარბიელზე, საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ტონგას დამაჯერებლად (39:6) სძლია. თავის მხრივ, ტონგელთა ფიასკომ კარგი საქმე გაუკეთა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე „ბორჯღალოსანთა“ უმთავრეს მეტოქე რუმინეთს, რომელმაც ბუქარესტში კიდევ ერთ კუნძულელ სამოას 17:13 მოუგო და მე-14 ადგილამდე აღზევდა.

შეგახსნებთ, რომ მომავალ შაბათს კიდევ არაერთი საინტერესო ტესტ-მატჩი ჩატარდება, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]