weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

პერუს ნაცვლად მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა იტალიის ნაკრებმა ითამაშოს

14:08 ხუთშაბათი, 23 ნოემბერი 2017

პერუს ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება 1982 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა, შესაძლოა მუნდიალს მიღმა დარჩეს. სკანდალურ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Libero აქვეყნებს.

მიზეზი ისაა, რომ პერუს ხელისუფლება აპირებს მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთის ფედერაცია მთლიანად ხელისუფლების დაქვემდებარებაში იქნება და თუ ეს ასე მოხდა, FIFA იძულებული გახდება, რომ პერუს სანქციები დაუწესოს და მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთოს. საქმე ისაა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია საფეხბურთო ფედერაციებში სახელმწიფოს ყოველგვარ ჩარევას კრძალავს.

ამავდროულად იტალიური მედია იტყობინება, რომ თუ FIFA-მ პერუ მართლა დასაჯა, მის ადგილს რუსეთში გასამართ მუნდიალზე იტალიის ნაკრები დაიკავებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პერუს ნაკრების მოკვეთის შემთხვევაში, მის ნაცვლად მუნდიალზე ჩილეს ნაკრების მონაწილეობა უფრო ლოგიკურია, რადგან სამხრეთ ამერიკული ნაკრების გამოკლების გამო იგივე კონტინენტური ზონიდან ვერმოხვედრილ გუნდებს შორის საუკეთესო წარმომადგენელს მისცემენ შანსს, ასეთი კი სწორედ ჩილეს ეროვნული გუნდია. გარდა ამისა ჩილეს ნაკრები FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში ყველაზე მოწინავე პოზიციაზე მყოფი (მე-10 ადგილი) გუნდია მუნდიალზე ვეროხვედრილ ეროვნულ გუნდებს შორის, იტალია კი მე-14 ადგილზეა. ამ ვარიანტის გარდა, შესაძლოა მუნდიალზე ახალი ზელანდია მოხვდეს, რომელმაც სწორედ პერუსთან წააგო პლეი-ოფში.

შეგახსენებთ, პერუმ მსოფლიო პირველობაზე მოსახვედრად საკონტინენტათშორისო პლეი-ოფში ახალი ზელანდია (0:0, 2:0) დაამარცხა, ხოლო იტალია შვედეთთან სენაციურად დამარცხდა (0:1, 0:0).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]