weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩემპიონატი გრანდიოზული გამოდგეს“ - პუტინი

11:30 შაბათი, 02 დეკემბერი 2017

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრამდე, მოახლოებულ ჩემპიონატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა მსოფლიო ჩემპიონატი გრანდიოზულ დღესასწაულად იქცეს.

„ყველას მოგესალმებით მოსკოვის კრემლიდან, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო კენჭისყრა ტარდება. შესარჩევი ეტაპი უკვე დასრულდა და დღეს მსოფლიოს 32 საუკეთესო ნაკრები თავიანთ მოწინააღმდეგეებსა და იმ ქალაქებს გაარკვევენ, სადაც მათ თამაში მოუწევთ.

ჩვენი ქვეყანა მოუთმენლად ელის მსოფლიო ჩემპიონატს და რა თქმა უნდა, მის ჩატარებას უმაღლეს დონეზე აპირებს, რათა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს თავიანთი მაღალი კლასის ჩვენება არ გაუჭირდეთ. ამასთან, ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჩემპიონატი დაუვიწყარი იქნება მათთვისაც, ვინც ჩვენს ქვეყანაში თავისი საყვარელი ნაკრების საქომაგოდ ჩამოვა.  ისინი არა მხოლოდ მსოფლიო დონის ფეხბურთს იხილავენ, არამედ გაეცნობიან რუსულ კულტურას, ჩვენს ისტორიასა და რუსეთის უნიკალურ ბუნებას. ისინი ასევე იგრძნობენ ჩვენს ტრადიციულ სულიერებასა და გახსნილობას, მით უმეტეს, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები რუსეთის 11 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება და გულშემატკივრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთდროულად რამდენიმე ქალაქში გადავიდნენ და გაეცნონ ჩვენს დიდებულ რეგიონებს. ჩვენ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საყურებლად ჩამოვა, მეგობრებად ჩავთვლით.

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ჩვენი ცნობილი მოთამაშეების სახელებიცაა დამკვიდრებული, მაგალითად: ლევ იაშინი, ნიკიტა სიმონიანი, რინატ დასაევი და ასე შემდეგ. არ არის გასაკვირი, რომ ახლა რუსეთში საფეხბურთო საქმიანობით დაკავებულ ადამიანთა რაოდენობა 2.7 მილიონს შეადგენს.

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება ფეხბურთის განვითარებისთვის როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისევე მთელ მსოფლიოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გრანდიოზული დღესასწაული გამოდგეს და საფეხბურთო ოჯახი კიდევ უფრო განამტკიცოს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთი 2018: მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ჯგუფებში კენჭისყრით განაწილდნენ

შეგახსენებთ, რუსეთში მსოფლიოს საფეხბურთო პირველობა 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით ჩატარდება და მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება, ეს ქალაქებია: მოსკოვი (ორი სტადიონი), სანკტ-პეტერბურგი, კალინინგრადი, ვოლგოგრადი, ყაზანი, ნიჟნი ნოვგოროდი, სამარა, სარანსკი, ეკატერინბურგი, როსტოვი და სოჭი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]