მცირე ხნის წინ ინფორმაცია მსგავსი პრობლემის შესახებ პერუს ნაკრებზეც გავრცელდა.
2017 წლის ივლისში კორუფციის ბრალდებით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი დააპატიმრეს, ხოლო მისი ადგილი დროებით ხუან პადრონიმ დაიკავა. ვილიარს ბრალად 45 მილიონი ევროს გაფლანგვა წაუყენეს და ფეხბურთში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალეს.
ახალი საპრეზიდენტო არჩევნებიც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება და FIFA ესპანელებს აფრთხილებს, რომ არჩევნებში სახელისუფლებო უწყებების ჩარევა არ მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ესპანურ ფეხბურთს ეს ძვირად დაუჯდება.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ანალოგიურ სკანდალში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ევრო 2008-ის წინაც იყო, თუმცა მაშინ მათთვის ყველაფერი კარგად დასრულდა და ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტის პირველობაც მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ხულენ ლოპეტეგის გაწვრთნილმა ესპანეთის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი წარმატებით გაიარა, იოლად დაიკავა ქვეჯგუფში პირველი პოზიცია და რუსეთში გასამართი მსოფლიო პირველობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტადაც მიიჩნევა.