თანაქალაქელ „ვესტ ბრომვიჩთან“ საჩემპიონო გოლის ავტორი შეცვლაზე შესული ახალგაზრდა ბელგიელი ფორვარდი მიში ბაჩუაი გახდა, რომელმაც 82-ე წუთზე სესარ ასპილიკუეტას მიერ კარის გასწვრივ გაკეთებულ გადაცემისას ვარდნაში ახლო მანძილიდან გაიტანა.
არსებობის ისტორიაში „ჩელსი“ ინგლისის ჩემპიონი მეექვსედ გახდა. ლონდონური კლუბი აქამდე 1954-55, 2004-05, 2005-06, 2009-10 და 2014-15 წლებში იყო ინგლისის პირველადგილოსანი.
ფრანგი ფეხბურთელი ინგლისში საუკეთესოდ აღიარეს
მოპოვებული ტიტულის წყალობით „ჩელსი“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდება და 2017-2018 წლების ევროპის პრესტიჟული ტურნირის გათამაშების ჯგუფური ეტაპისთვის პირველ კალათში იქნება განთესილი.