ესპანეთის პოლიციამ გვარდიოლა სხვების მსგავსად სეპარატისტად მიიჩნია. რა სახის სასჯელი ემუქრება კატალონიელ მწვრთნელს, ჯერ-ჯერობით, უცნობია.
ცნობილია, რომ გვარდიოლა კარლეს პუჩდემონთან დაახლოებული პირია და კატალონიის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ დემონსტრაციებშიც მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ კვირებში პეპ გვარდიოლა პოლიტმატიმრების მიმართ მხარდაჭერას მკლავზე შემოხვეული ყვითელი ლენტით გამოხატავს.