weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

საბა კვერკველიას მომავალი „მანჩესტერ სიტისაც“ დაუკავშირეს

12:42 პარასკევი, 29 დეკემბერი 2017

საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი სოლომონ (საბა) კვერკველიას მომავალი ინგლისის პრემიერ ლიგის მორიგ გუნდს დაუკავშირეს. უცხოური ინტერნეტ-პორტალის ცნობით, ქართველი მცველით ამჯერად თვით „მანჩესტერ სიტი” დაინტერესდა.

როგორც ვებგვერდი Squawka იტყობინება, კვერკველია ერთ-ერთია იმ მცველთაგანია, რომელიც შესაძლოა ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერმა კლუბმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დაიმატოს.

„საქართველო ცნობილია ტექნიკური ფეხბურთელებით, რომელთაც ძალიან კარგად შეუძლიათ მეტოქის დაცვის ხაზის გარღვევა, მაგრამ კვერკველიას სახით „სიტის“ ცენტრალური მცველის დამატება შეუძლია. ის რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში შეუდარებელია.

ქართველმა მცველმა მოსკოვის „ლოკომოტივში“ სეზონის პირველ ნახევარში ყველა მატჩი სრულად ჩაატარა და გუნდს რუსეთის ჩემპიონატში გალიდერებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა. 196 სმ - ეს ნიშნავს, რომ „სიტის“ შეუძლია მიიღოს ფეხბურთელი, რომელიც მეორე სართულზე დომინანტი იქნება „ეტიჰად სტედიუმზე“. ამ სეზონში მის ანგარიშზე უკვე 3 გატანილი გოლია, ხოლო საქართველოს ნაკრებში 26 მატჩი აქვს ჩატარებული. კვირკველია მხოლოდ 25 წლისაა და სატრანსფერო ფასიც შეესაბამება „სიტის“ იანვრის გეგმას. ახლა რჩება ერთადერთი კითხვა – შეძლებს პრემიერლიაში თამაშის დაწყებას?”, - წერს ვებგევრდი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე სოლომონ კვერკველიას სახელს „ვესტ ბრომვიჩ ალბიონსა“ და „ლესტერ სიტის“ უკავშირებდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]