weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისში ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს

10:34 ორშაბათი, 15 მაისი 2017

თბილისში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს. imedinews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის ორგზის ჩემპიონი თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. მოჭიდავის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კი ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილი 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]