weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქართველმა მორაგბეებმა ევროპის რანგით მე-3 ტურნირი მოიგეს

10:40 ორშაბათი, 15 მაისი 2017

შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში მესამე დონის ევროტურნირის, „კონტინენტის ფარის“ ფინალი გაიმართა, რომელშიც კრასნოიარსკული დერბი შედგა. ორივე გუნდის რიგებში მოედანზე 7 ქართველი გავიდა, სადაც დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის გუნდმა „ენისეიმ“ ლაშა მალაღურაძის, გიორგი ფრუიძის, ლაშა ლომიძის, მიხეილ წიკლაურისა და ვალერი ცნობილაძის „კრასნი იარი“ 36:8 დაამარცხა.

მატჩის დებიუტში „კრასნი იარის“ ლელოში გაჩეჩილაძე შევიდა, თუმცა რეფერიმ ბურთის დამიწება ვერ შენიშნა და ლელო არ ჩაითვალა. 1 წუთში „ენისეიმ“ ლელო მაინც დადო და გარდასახვაც გაიტანა. მალევე მალაღურაძემ ჯარიმა გაიტანა, კიდევ რამდენიმე წუთში „კრასნი იარმა“ ლელოც მიითვალა და 8:7 დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ ქულებს მხოლოდ „ენისეი“ აგროვებდა. რუსეთის ჩემპიონმა კლუბმა შესვენებამდე 3 ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 16:8 მოიგო, შესვენების შემდეგ უპირატესობა ჯარიმითვე გაზარდა, მერე ორი ლელო დადო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა მორაგბეებმა ჩელენჯ ქაფი მოიგეს

აღსანიშნავია, რომ „ენისეიმ“ და „კრასნი იარმა“ ევროპის მეორე დონის ტურნირის - ჩელენჯ ქაფის მომავალ გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ნახევარფინალში იტალიური და რუმინული კლუბის ძლევით მოიპოვეს, „კონტინენტის ფარის“ ფინალურმა შეხვედრამ კი მხოლოდ რანგით მე-3 ევროტურნირის გამარჯვებული გამოავლინა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]