WKA ვერსიით კიკბოქსიორმა ნოდარ ფიროსმანაშვილმა რთულ ორთაბრძოლაში საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.
გამარჯვებულ დედოფლისწყაროელ სპორტსმენს ტიტულოვანი მწვრთნელი თამაზ ყარაგვეზაშვილი ავარჯიშებს.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში დედოფლისწყაროს კიკბოქსინგის კლუბის წევრებმა ჯერ ბაქოში მოახერხეს ჩემპიონის ქამრების მოპოვება, ხოლო დეკემბერში შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო თასზე არსენ ყარაგვეზაშვილი მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.