weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იასონ აბრამაშვილმა სლალომში შეჯიბრი 28-ე ადგილზე დაასრულა

13:50 ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა. უკანასკნელმა ქართველმა მონაწილემ, სამთო-მოთხილამურე იასონ აბრამაშვილმა სლალომში შეჯიბრზე 108 მონაწილეს შორის 28-ე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აბრამაშვილმა გიგანტურ სლალომში ტრასა ვერ დაასრულა, ამჯერად კი გაცილებით უკეთ იასპარეზა.

ქართველმა მოთხილამურემ პირველ ცდას 52.69 წამი მოანდომა და 35-ე გახლდათ, მეორე დაშვება კი 55.00 წამში დაასრულა და 29-ე ადგილზე გავიდა. ჯამში ქართველი სპორტსმენის დრო 1:47.69 წუთი იყო, რაც 28-ე შედეგი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ აბრამაშვილისთვის ეს რიგით მეოთხე ზამთრის ოლიმპიადა იყო და პიონჩანის შედეგი მისთვის საუკეთესოა.

აბრამაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონს, შვედ ანდრე მიურერს 8.7 წამით ჩამორჩა, ვერცხლის მედალს შვეიცარიელი რამონ ცენჰოიზერნი დაეუფლა, ბრინჯაოს კი - ავსტრიელი მიხაელ მატი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]