შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბილბაოში რუს და ბასკ ფანებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 1 პოლიციელი დაიღუპა. ინციდენტის შემდეგ სპორტულ წრეებში, მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად აკრიტიკებდნენ რუსი გულშემატკივრების საქციელს, რამაც ნაწილობრივ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
„ეჭვიც არ მეპარება, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სიმშვიდეზე და სიტუაციას გააკონტროლებს. მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებად უამრავი ქვეყნიდან იქნებიან ტურისტები ოჯახებითა და ბავშვებით, ასე რომ, ყველაფერმა უსაფრთხოდ უნდა ჩაიაროს“, - განაცხადა ჯანი ინფანტინომ.