შეტაკების დროს დაპირისპირებული მხარეები შუშის ბოთლებსა და პეტარდებს იყენებენდნენ, რა დროსაც 50 წლის სამართალდამცავს გული გაუჩერდა და უმალვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
UEFA-მ მომხდარი დაგმო, განსვენებულის ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სიტუაციაში ზუსტად გაერკვევა.
სოციალურ ქსელსა და მედიაში კი რუსების მიმართ უაღრესად ნეგატიური განცხადებები გავრცელდა. ბილბაოს მერი ხუან მარი აბურტო რუსების ბასკეთის დედაქალაქში ჩასვლის წინააღმდეგია, გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ კი მომხდარს „ბარბაროსობა” უწოდა და რუსეთში გასამართ მუნდიალის საფრთხეზე შეშფოთება გამოთქვა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სასჯელი ელის რუსულ გუნდს UEFA-სგან. ესპანური მედიის ცნობით, დაპატიმრებულია 5 მოსკოველი გულშემატკივარი.