ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ, ხარებაშვილმა 51-ე წუთზე გაიტანა, რაც შეხვედრაში ერთადერთი გოლი გამოდგა.
თელაველებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: სანიკიძე; მარაქველიძე, თოლორდავა, ბერიაშვილი, იოსელიანი, ჯიქია, კუკუჯანაშვილი, ნოზაძე (წყაროზია ‘63), გოგოლიძე (რუხაძე '71), 33 ხარებაშვილი (გალახვარიძე '90), ნიქაბაძე.
სათადარიგოები: ზუროშვილი; მურველაშვილი, მაისურაძე, მარსელო.
საფეხბურთო კლუბი „თელავი“ მე-2 ტურის შეხვედრას 9 მარტს, მარტვილში გამართავს და ადგილობრივ „მერანს“ დაუპირისპირდება. აქვე შეგახსენებთ, რომ „თელავმა“ ლიგა 3-იდან ლიგა 2-ში გადასასვლელი ორმატჩიანი პლეი-ოფის შეხვედრებში ლანჩხუთის „გურიას“ სძლია.