weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლიგა 2-ის გახსნით მატჩში „თელავმა“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა

16:19 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ეროვნული ლიგა 2 გამარჯვებით დაიწყო. გიორგი დეკანოსიძის შეგირდებმა თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამო“ გიორგი ხარებაშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს და პირველი 3 ქულა მოიპოვეს.

ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ, ხარებაშვილმა 51-ე წუთზე გაიტანა, რაც შეხვედრაში ერთადერთი გოლი გამოდგა.

თელაველებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს: სანიკიძე; მარაქველიძე, თოლორდავა, ბერიაშვილი, იოსელიანი, ჯიქია, კუკუჯანაშვილი, ნოზაძე (წყაროზია ‘63), გოგოლიძე (რუხაძე '71), 33 ხარებაშვილი (გალახვარიძე '90), ნიქაბაძე.

სათადარიგოები: ზუროშვილი; მურველაშვილი, მაისურაძე, მარსელო.

საფეხბურთო კლუბი „თელავი“ მე-2 ტურის შეხვედრას 9 მარტს, მარტვილში გამართავს და ადგილობრივ „მერანს“ დაუპირისპირდება. აქვე შეგახსენებთ, რომ „თელავმა“ ლიგა 3-იდან ლიგა 2-ში გადასასვლელი ორმატჩიანი პლეი-ოფის შეხვედრებში ლანჩხუთის „გურიას“ სძლია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]