weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ფიორენტინას“ გარდაცვლილი ფეხბურთელის ხელფასს მეუღლე და შვილი აიღებენ

11:13 სამშაბათი, 06 მარტი 2018

საფეხბურთო კლუბმა ფლორენციის „ფიორენტინამ“ აწგარდაცვლილი გუნდის კაპიტნის, დავიდე ასტორის კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ფეხბურთელის მეუღლე ფრანჩესკა ფიორეტი და 2 წლის შვილი უვადო კონტრაქტის მიხედვით ხელფასს მიიღებენ.

ფლორენციული კლუბი კაპიტანთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ორშაბათს, 5 მარტს აპირებდა, თუმცა ფეხბურთელი წინა დღეს მოულოდნელად გარდაიცვალა, რის გამოც იტალიის ჩემპიონატის ტურის ყველა შეხვედრა გადაიდო.

დავიდე ასტორი ქალაქ უდინეს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, 31 წლის იტალიელ მცველს ძილში გული გაუჩერდა. 

ცნობილია, რომ ფლორენციული კლუბი ასტორის ხსოვნის პატივისცემის ნიშნად ფეხბურთელის კუთვნილ 13 ნომერს აღარასოდეს გამოიყენებს. იგივეს გააკეთებს ფეხბურთელის ყოფილი კლუბი „კალიარი“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]