weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაკო გვილია შვეიცარიის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ ორჯერ მოხვდა

12:28 სამშაბათი, 06 მარტი 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ვალერიან (ვაკო) გვილია შვეიცარიის სუპერ ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა. ამის გარდა, 23 წლის ქართველ ნახევარმცველს, რომელიც ახლახანს გადავიდა საფეხბურთო კლუბ „ლუცერნში“, შვეიცარიული მედია გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

შვეიცარიის ჩემპიონატის 24-ე ტურში „ლუცერნი“ სტუმრად „სიონს“დაუზავდა (1:1), ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

ათგუნდიან გათამაშებაში „ლუცერნი“, რომელიც გვილიას ტრანსფერამდე აუტსაიდერის პოზიციაზე იმყოფებოდა, ბოლო მატჩებში კი პროგრესირებს, ამჟამად მეექვსე ადგილს 31 ქულით იკავებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]