weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის გამარჯვებული გახდა

21:59 კვირა, 18 მარტი 2018

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გახდა. „დინამო არენაზე“ „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 25:16 დაამარცხეს და რაგბი ევროპის ტიტულთან ერთად საქართველოსა და რუმინეთს შორის საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასსაც დაეუფლნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოკი თხილაიშვილი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგო და გათამაშება სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დაასრულა.

ქართველი მორაგბეები ფინალურ მატჩზე, საქართველოს ჰიმნის შესრულების დროს თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]