weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართველმა სუმოისტებმა კვლავ მოიგეს

17:42 შაბათი, 24 მარტი 2018

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირის (ჰარუ ბაშო) ბოლოსწინა, მე-14 დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მე-9 გამარჯვება იზეიმა, გაგამარუს სახელით ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა კი რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში მე-8 მოგება მიითვალა და დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) გაინაღდა.

დასავლეთის სეკივაკეს წოდების მქონე ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ჩიიომარუს გაეჯიბრა და საკმაოდ იოლად დაამარცხა. ჰარუ ბაშოს ბოლო ტურში ქართველი სუმოისტის პირისპირ კომუსუბი იჩინოჯო დადგება, რომელსაც ტოჩინოშინის იდენტური ბალანსი აქვს – 9 მოგება და 5 მარცხი.

საგაზაფხულო ბაშოს გამარჯვებულის ტიტული ვადაზე ადრე დაიმსახურა მონღოლმა იოკოზუნა კაკურიუმ, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე მე-13 გამარჯვება იზეიმა, ერთადერთი მარცხი კი სწორედ ტოჩინოშინთან აქვს განცდილი. საგულისხმოა ისიც, რომ კაკურიუმ „იმპერატორის თასი“ სწორედ გორგაძისგან გადაიბარა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]