weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნიუ იორკის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში დატოვა

10:58 ოთხშაბათი, 28 მარტი 2018

ნიუ იორკის სასამართლომ ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ხურციძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა.

„მოსამართლემ თქვა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, მას შესაძლოა სასამართლომდე დაეტოვებინა ქვეყანა. ავთანდილ ხურციძე დარწმუნებულია, რომ მომდევნო სასამართლოზე თავის სიმართლეს დაამტკიცებს და გაათავისუფლებენ“, – ამბობს ავთანდილ ხურციძის მეგობარი მერაბ დვალიშვილი.

მისივე ინფორმაციით, მომდევნო სასამართლო პროცესი 4 ივნისს ჩაინიშნა.

37 წლის ავთანდილ ხურციძე მეტსახელად „ჩაქუჩა“ ნიუ იორკში ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სინდიკატის წევრებთან ერთად 2017 წლის ივნისში დააკავეს. მას რამდენიმე ბრალდება წარუდგინეს, მათ შორის რეკეტი, თავდასხმა და თაღლითობა.

ავთანდილ ხურციძე წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს. ის წინასწარ პატიმრობაში ბრუკლინის საპატიმროში იმყოფება.

დაკავების შემდეგ მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ (WBO) ავთანდილ ხურციძეს საშუალო წონაში დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]