weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონია

10:56 შაბათი, 31 მარტი 2018

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი რევაზ დავითაძე 85 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ბუქარესტში მიმდინარე ტურნირზე ახალგაზრდა სპორტსმენმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა (156, 160, 163) და პირველ მოძრაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

აკვრაში დავითაძემ პირველ ცდაზე 183 კგ დააფიქსირა, შემდეგ კი - 187 კგ. საბოლოოდ კი ქართველმა 190 კგ დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 353 კილოგრამით ევროპის ჩემპიონი გახდა. დავითაძემ ორი ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო აკვრაში რევაზს ფრანგმა სპორტსმენმა (191 კგ) აჯობა.

იმავე დღეს ფიცარნაგზე გავიდა თათია ლორთქიფანიძე (69 კგ), რომელმაც მეოთხე უპრიზო ადგილი დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ დავითაძემდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული შოთა მიშველიძე გახდა.

ამ მომენტისთვის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჯამში ოთხი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი დაუგროვდა.

დღეს ფიცარნაგზე ვიხილავთ მსოფლიო ჩემპიონს ანასტასია გოტფრიდს (90 კგ). ევროპის ჩემპიონატი პირველ აპრილს დასრულდება. დასკვნით დღეს კი დათო ხეცურიანი (105 კგ), ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +105 კგ) იასპარეზებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]