weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნინო ბაციაშვილს საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა

11:12 სამშაბათი, 10 აპრილი 2018

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 6-9 აპრილს გამართულ FIDE-ს საერთაშორისო კონგრესზე ბათუმელ მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილს მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის (GM) წოდება ოფიციალურად მიენიჭა.

აღნიშნულ წოდებას აქამდე მხოლოდ 4 ქართველი ქალი ფლობდა: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი. მათ რიცხვს მე-5 ნომრად ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრი ნინო ბაციაშვილი შეემატა.

მსოფლიოს მასშტაბით, ნინო ბაციაშვილის ჩათვლით, სულ 36 ქალბატონი ფლობს მამაკაცთა საერთაშორისო დიდოსტატის (GM) წოდებას.

FIDE-ს მიერ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული აპრილის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, ნინო ბაციაშვილი 2521 ქულით მსოფლიოს ქალ მოჭადრაკეთა ტოპ 10-ში შევიდა, საქართველოში კი ქალთა შორის პირველია - შეგახსენებთ, რომ თებერვალში 31 წლის ქართველმა დიდოსტატმა საქართველოს ჩემპიონატი მეორედ მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]