weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონია

10:35 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

კატალონიური საფეხბურთო გრანდი „ბარსელონა“ ესპანეთის 2017-2018 წლების ჩემპიონია. ერნესტო ვალვერდეს გუნდის ჩემპიონობა პრაქტიკულად დიდი ხნის იყო გადაწყვეტილი, თუმცა ჯერ კიდევ წაუგებელმა გუნდმა ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ტიტული ოფიციალურად გაიფორმა.

„ბარსელონამ“ ლიონელ მესის ჰეთ-თრიქით სტუმრად „დეპორტივო“ 4:2 დაამარცხა და ესპანეთის პირველობა 25-ედ მოიგო. გუნდს ამ დროისთვის 86 ქულა აქვს, უახლოესი მდევარი კი მადრიდის „ატლეტიკოა“ 75 ქულით.

ლა კორუნიაში გამართულ მატჩში „ბარსა“ ორი ბურთით დაწინაურდა: მე-7 წუთზე ანგარიში ფილიპე კოუტინიომ უსმან დემბელეს პასით გახსნა, შემდეგ მესიმ ლუის სუარესის გადაცემიდან გაიტანა, თუმცა სამ წუთში, ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს, მეორე ნახევარში კი ანგარიში გაქვითეს, მაგრამ მატჩის მიწურულს კატალონიელთა არგენტინელმა ლიდერმა სამწუთიან ინტერვალში კიდევ ორი გოლი გაიტანა და „ბარსელონას“, რომელიც მიმდინარე ლა ლიგის მე-3 ტურიდანაა სატურნირო ცხრილის სათავეში, ჩემპიონობა მოუპოვა, თავად კი მიმდინარე გათამაშებაში 32 დაუგროვდა - მის უკან კონკურენტი კრისტიანო რონალდოა 24 გატანილი გოლით.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს, რომელიც ამ მომენტისთვის 71 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასთვის“ ეს უკვე მეორე შიდა ტიტულია - გასულ კვირას კატალონიურმა გრანდმა ესპანეთის თასი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]